საქართველოს ეროვნული არქივი

home

გამოფენა „ საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“

ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „საქართველოს ტექნოლოგიური მემკვიდრეობა“ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეტ რუდმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გახსნეს. საგამოფენო პროექტი განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით. გამოფენის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს XX საუკუნის საქართველოს მიღწევები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. ექსპოზიციის დამთვალიერელი მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ისტორიული ინტელექტუალური პოტენციალის, სახელმწიფოს ფორმირებისა და ქართველი მეცნიერების მიერ მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში შეტანილი წვლილის შესახებ. ექსპოზიციაზე წარმოგიდგენილია ფოტომასალას ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. ასევე, ასახულია საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი გამოგონებებისა და ტექნოლოგიური პროექტების ამსახველი უნიკალური ფოტოები. გამოფენა 31 დეკემბერის ჩათვლით გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივნისი 595