საქართველოს ეროვნული არქივი

home

არქივის დამუშავება

ეროვნული არქივი ახორციელებს დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების  სერვისს. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-13 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დაწესებულებებს ევალება თავიანთი საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტაციის შერჩევა და დამუშავება (ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება: აღწერათა  შედგენა, გასანადგურებლად გამოსაყოფ დოკუმენტებზე მაკულატურის აქტის გაფორმება). იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც დამოუკიდებლად - საკუთარი რესურსით - ვერ უზრუნველყოფენ დოკუმენტების საარქივო წესრიგში მოყვანას, შეუძლიათ, შესაბამისი მომსახურების გასაწევად  განცხადებით მიმართონ ეროვნულ არქივს. ეროვნული არქივი მათ ხელშეკრულების საფუძველზე დაუმუშავებს დოკუმენტაციას. ხელშეკრულებაში გაწერილი იქნება სამუშაოს მოცულობა, საფასური და შესრულების ვადები.

დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების პირობები, საფასური და ვადები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილების - "ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების შესახებ" -  მე-2 მუხლით.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
იანვარი 659