საქართველოს ეროვნული არქივი

home

თბილისის „დინამო“ უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მფლობელი

1980-1981 წლების სეზონის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირში თბილისის „დინამოს“ გამარჯვებას ეროვნულ არქივში გამოფენა მიეძღვნა. 

ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა, ქართული ფეხბურთისათვის ამ მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ, სიტყვით გამოვიდნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, „დინამოს“ მაშინდელი კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.

გამოფენას ეწვივნენ ვეტერანი ფეხბურთელები, რომელთაც საიუბილეო პოსტერზე ხელმოწერები დატოვეს.

ექსპოზიციაზე „1981 წლის 13 მაისი - თბილისის „დინამო“ უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მფლობელი“ წარმოდგენილია ტურნირის მატჩების, მათ შორის ფინალის ამსახველი ფოტოები, „დინამოს“ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შარჟები, საგაზეთო პუბლიკაციები, რომელიც ამ გამარჯვებას მიეძღვნა; ასევე, ბურთი, რომლითაც ტურნირის ფინალი ითამაშეს და თასის ასლი, რომელიც ქართველებმა იენას „კარლ ცაისთან“ ფინალური მატჩის მოგებით დაიმსახურეს. გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს ტურნირის მატჩების კინოკადრები.

გამოფენა ორგანიზებულია ეროვნული არქივისა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ.

ექსპოზიცია 22 მაისამდე გაგრძლდება. დასწრება თავისუფალია.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 595