საქართველოს ეროვნული არქივი

home

სტუდენტური სამეცნიერო პროექტი

მეცნიერების საერთაშორისო დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი კიდევ ერთი სამეცნიერო პროექტით აღნიშნავს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ეროვნული არქივი იწყებს სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე.

პროექტის მიზანია, სტუდენტებმა განივითარონ სამეცნიერო კვლევის ჩვევები, დაეუფლონ საარქივო დოკუმენტებთან მუშაობის უნარებს და დაწერონ სამეცნიერო სტატია საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემატიკაზე. პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის ნებისმიერ სტუდენტს.

 

პროექტში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა 10 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

              შენიშვნა: სურვილის შემთხვევაში სტუდენტს ექნება შესაძლებლობა ამავე თემაზე გააგრძელოს კვლევა ეროვნულ არქივში.

 

კონკურსის ვადები:

 

კვლევის პირობები და შედეგი:

კონკურსში გამარჯვებული ორი სტუდენტი, ეროვნული არქივის დახმარებით, იმუშავებს მისთვის საჭირო საარქივო ფონდებზე. ორთვიანი კვლევის შემდეგ გამარჯვებული წარადგენს საკუთარ ნაშრომს პრეზენტაციის სახით, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდება ელექტრონული ან ბეჭდური სახით.

პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული არქივი ორი გამარჯვებულ სტუდენტს დააჯილდოვებს.

პროექტის დასრულების შემდეგ ეროვნული არქივი ორ გამარჯვებულ სტუდენტს დააჯილდოვებს. გამარჯვებულები წარადგენენ საკუთარ ნაშრომებს, რომელიც გამოქვეყნდება ელექტრონული ან ბეჭდური სახით.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის (10 ნოემბერი) გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) 2001 წელს დააწესა და ყოველწიურად აღინიშნება. ბოლო რამდენიმე წელია ამ თარიღის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული არქივიც უერთდება.

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

დოკუმენტები და სარეფისტრაციო ფორმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ შემდეგ მეილებზე: info@archives.gov.ge; kasatiani@archives.gov.ge

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 659