საქართველოს ეროვნული არქივი

home

შრომითი სტაჟის დამადასტურებელი ცნობა

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს არქივში დაცული დოკუმენტებიდან შრომითი სტაჟის შესახებ ცნობის გამოთხოვა?

პასუხი პასუხი

შრომითი სტაჟის შესახებ ცნობა დაგეხმარებათ საპენსიო და სხვა სოციალური სუბსიდიების მიღებაში.

ვის მივმართო არქივში დაცული დოკუმენტებიდან სამუშაო სტაჟის შესახებ ცნობის მისაღებად?

პასუხი პასუხი

სამუშაო სტაჟის შესახებ ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა;
  • იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობები (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

შრომითი სტაჟის დამადასტურებელი ცნობის გაცემის ვადა და საფასური

პასუხი პასუხი

ორგანიზაციის 1-დან 5 წლამდე დოკუმენტების მოძიება:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში- 8 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 11 ლარი.

ორგანიზაციის 5-დან 15 წლამდე დოკუმენტების მოძიება:

განაცხადის შეტანიდან  10 სამუშაო დღეში - 15 ლარი;

განაცხადის შეტანიდან  5 სამუშაო დღეში - 21 ლარი.

ორგანიზაციის 15 და მეტი წლის დოკუმენტების მოძიება:

განაცხადის შეტანიდან  10 სამუშაო დღეში - 30 ლარი;

განაცხადის შეტანიდან  5 სამუშაო დღეში -  42 ლარი.

რა ტიპის ინფორმაციაა დაცული ეროვნულ არქივში?

პასუხი პასუხი

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია სახელმწიფო ორგანიზაციათა საბუღალტრო მასალები, რომლის მიხედვითაც გაიცემა შესაბამის ორგანიზაციაში პიროვნების სამსახურში მიღება-გათავისუფლებასა და შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცნობები.

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

დასვით კითხვა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 595