საქართველოს ეროვნული არქივი

home

საქართველოს ქალაქები

საქართველოს ეროვნულია არქივი ახორციელებს პროექტს „საქართველოს ქალაქები“, რაც საუკუნისწინანდელი ფოტოების თანამედროვეობასთან შედარებასა და ფოტოისტორიის შემონახვას ემსახურება.

ეროვნულ არქივში დაცულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ხედები, რომლის ავტორები არიან: ალექსანდრე როინაშვილი, დიმიტრი ერმაკოვი, ედუარდ კლარი, ნიკოლოზ საღარაძე, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი ნიკოლაძე და სხვები.

პროექტი „საქართველოს ქალაქები“ 2009 წელს დაიწყო. ძველი თბილისის ფოტოების თანამედროვე ვარიანტები ფოტოგრაფმა გიორგი მეურმიშვილმა გადაიღო, რასაც სპეციალური გამოფენა თბილისში მიეძღვნა.

2011 წელს პროექტი ბათუმში განხორციელდა. შავიზღვისპირა ქალაქი ფოტოხელოვანმა  გურამ წიბახაშვილმა გადაიღო და ქალაქის ძველი და ახალი ხედები ბათუმის იუსტიციის სახლში გამართულ გამოფენაზე გაერთიანდა. ამასთან, დაიბეჭდა კალენდარი თანამედროვე ბათუმის ხედებით.

2012 წელს გურამ წიბახაშვილმა უძველეს კადრებზე შემონახული ხედებს თანამედროვე ანალოგები ქუთაისში მოუძებნა. პროექტის ეს ნაწილიც გამოფენით დასრულდა, რომელსაც ქუთაისის იუსტიციის სახლი მასპინძლობდა. გამოიცა სპეციალური ალბომი, სადაც ქუთაისის შედარებითი ფოტოებია წარმოდგენილი.

ეროვნული არქივი გეგმავს, პროექტი საქართველოს სხვა ქალაქებშიც განახორციელოს.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 659