საქართველოს ეროვნული არქივი

home

საქართველოს პირველი რესპუბლიკა - საგანმანათლებლო პროექტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

2014/2015 - 2016/2017 სასწავლო წლებში გამართულმა პროექტმა საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია. თავდაპირველად, პროექტში მონაწილეობას მხოლოდ თბილისის სკოლები იღებდნენ, რასაც 2016/2017 წლებში რუსთავის, მცხეთის, გორის, კასპის და დუშეთის სკოლები დაემატა, ხოლო 2017/2018 სასწავლო წელს პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლები მოიცვა.

პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ შემდეგ ეტაპებად იყოფა:

1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრების დახმარებით, სკოლებში პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამავდროულად ეროვნული არქივის საიტზე ინფორმაციის გავრცელება პროექტში მონაწილეობის განაცხადების მიღებისა და საკონკურსო პირობების შესახებ;

2) პროექტში მონაწილეობის მსურველი სკოლების მიერ სპეციალური ანკეტის (განაცხადის) შევსება და განსაზღვრულ ვადაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნა;

3) პროექტში რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, რეგისტრირებული სკოლებისთვის ვიქტორინისათვის მოსამზადებელი ლიტერატურასა და ვიქტორინის დებულების ელექტრონულად დაგზავნა;

4) ვიქტორინის ნახევარფინალური ეტაპის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ერთდროულად ჩატარება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ნახევარფინალურ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალქულიანი 50 სკოლის გამოვლენა, რომლებიც ფინალში გადავლენ;

5) ფინალური ეტაპის თბილისში ჩატარება. სამი გამარჯვებული სკოლის გამოვლენა და სხვადასხვა ნომინაციაში სპეციალური პრიზები გადაცემა. პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებისათვის.

ვიქტორინა გაიმართება სკოლების მიერ წარმოდგენილ გუნდებს შორის შეჯიბრის ფორმით. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ, კაპიტნების ჩათვლით, ხუთ-ხუთი მოთამაშისგან დაკომპლექტებული გუნდები. გუნდებს უფლება აქვთ ჰყავდეთ ერთი სათადარიგო მოთამაშე, რაც შევსებულ ანკეტაში წინასწარ უნდა იყოს მითითებული. ღონისძიებას დაესწრება და შეაფასებს ჟიური. ჟიურის მიერ ქულების შეჯამების პროცესი იქნება გამჭვირვალე. ვიქტორინის გამარჯვებულები გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში (გამარჯვებული სკოლა, მეორე ადგილი, მესამე ადგილი და ა.შ.). ღონისძიებაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და სიგელებით.

პროექტის მოსამზადებელი ეტაპის დაიწყო 2019 წლის იანვარში, ღონისძიების დასკვნითი ეტაპი გაიმართება 2019 წლის მაისში.

 ვადები:

პროექტში მონაწილეობის მიღებისათვის დაინტერესებულმა სკოლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რისთვისაც შევსებული სარეგისტრაციო ანკეტა 2019 წლის 25 თებერვლის ჩათვლით უნდა გააგზავნონ ელ-ფოსტის შემდეგ  მისამართზე:

dsilakadze@archives.gov.genbadashvili@archives.gov.ge      

პროექტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე www.archives.gov.ge.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება - 2 372803;    

დიმიტრი სილაქაძე - 598 509 745; 

ნინო ბადაშვილი - 571 775 774.   

 

იხილეთ ლიტერატურა, რომლის მიხედვითაც მომზადდება საკონკურსო კითხვები:

  1. საქართველოს პირველი რესპუბლიკა. საქართველოს ეროვნული არქივის მასალები. თბილისი, 2015 
  2. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ. მოდელი ევროპისთვის?“ საერთაშორისო კონფერენციის მასალები. (შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ეროვნული მუზეუმი; სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ARISC) 4.) თბილისი, 2018. სტატიები: 1, 2, 3, 4, 5.
  3. ოთარ ჯანელიძე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები. თბილისი. 2018. სტატიები: 1, 2, 3
  4. ნიკოლოზ    სეფიაშვილი, „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო,  პირველი ქართული ფულადი ნიშნების ემისია 1918-1921 წლებში“. კლევა შესრულებულია ეროვნული არქივის სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ფარგლებში (2018).
  5. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბლოგი (შევა 2018 წლის 28 მაისის ჩათვლით დადებული მასალა ) - http://pirvelirespublika.blogspot.com 

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
თებერვალი 595