საქართველოს ეროვნული არქივი

home

საგამოფენო გალერეა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა 2016 წლის 21 ივლისს გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის პირველ სართულზე განთავსებულია საგამოფენო დარბაზი, ხოლო ანტრესოლზე - მედიათეკა, წიგნების მაღაზია და კაფე. მედიათეკაში უფასოდ ისარგებლებთ უნიკალური წიგნებით, კომპიუტერებითა და ინტერნეტით. მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებული მრავალფეროვანი პროდუქცია. ამავე სივრცეში, გამოფენებთან ერთად, გაიმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაციები.

საქართველოში თანამედროვე არქივებს საფუძველი ჩაეყარა 1920 წლის 23 აპრილს. არქივს არასოდეს ჰქონია სივრცე გამოფენებისა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად. მრავალფეროვანი მასალის საზოგადოებისთვის წარსადგენად საგამოფენო გალერეა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით აშენდა. 

2007 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი. დღეისათვის ეროვნულ არქივში დაცულია: 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი; 439 063 ფოტო, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემა.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 659