საქართველოს ეროვნული არქივი

home

ცნობა რეპრესირებისა და რეაბილიტირების შესახებ

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს არქივში დაცული დოკუმენტებიდან რეპრესირების, ,,განკულაკების" ან რეაბილიტირების შესახებ ცნობის გამოთხოვა?

პასუხი პასუხი

აღნიშნული ცნობა დაგეხმარებათ ჩამორთმეული ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში.

რა ტიპის ინფორმაციაა დაცული საქართველოს ეროვნულ არქივში რეპრესირებასა და რეაბილიტაციის საკითხზე?

პასუხი პასუხი

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ინფორმაცია:

1922-1933 წწ. კერძო პირთათვის საკუთრების (შენობა, მიწა, საწარმო, ტრანსპორტი და ა.შ.) ჩამორთმევისა და ხელისუფლების ადგილობრივი ან ცენტრალური ორგანოების განკარგულებაში გადაცემის შესახებ;

1924-1935 წწ.  სოფლად მსხვილი გლეხური მეურნეობის მფლობელთათვის ქონების (სახლი, საქონელი, საარჩევნო ხმა) ჩამორთმევის შესახებ;

1937 წელს  რეპრესირებულ მოქალაქეთა რეაბილიტაციის შესახებ.

ვის მივმართო არქივში დაცული დოკუმენტებიდან რეპრესირების , ,,განკულაკების" ან რეაბილიტირების შესახებ ცნობის მისაღებად?

პასუხი პასუხი

რეპრესირების, ,,განკულაკების"  ან რეაბილიტირების  შესახებ ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა;
  • იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • ოთხი ან მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ მოთხოვნილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

რეპრესირებისა და რეაბილიტირების შესახებ ცნობის ვადა და საფასური

პასუხი პასუხი

რეპრესირების, ,,განკულაკებისშესახებ  ცნობის   მიღება:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში- 9 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;

განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

რეაბილიტირების  შესახებ  ცნობის   მიღება:

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;

განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;

განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

დასვით კითხვა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 595