საქართველოს ეროვნული არქივი

home

ტერენტი გრანელის დაბადების ჩანაწერი - კვირის დოკუმენტი

16:33 | 16 ივნისი, 2017

image

ტერენტი გრანელის ბიოგრაფიაში დაბადების თარიღად მითითებულია 1897 წლის 25 ნოემბერი, თუმცა დაბადების ჩანაწერის მიხედვით ტერენტი 1898 წლის 3 (16 ივნისს) დაიბადა და 7 (20) ივნისს, წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში მოინათლა.

ამავე ჩანაწერის თანახმად, პოეტის ნამდვილი გვარი არის კვირკვაია (და არა კვირკველია).

"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.


ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 659