საქართველოს ეროვნული არქივი

home

თეა წულუკიანი „UNESCO“-ს გენერალურ დირექტორ ოდრე აზულეს შეხვდა

22:18 | 29 მაისი, 2018

image

28 მაისს პარიზში საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და „UNESCO“-ს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს „UNESCO“-თან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დაინტერესდა საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის მიმართულებებით. იუსტიციის მინისტრმა გენერალურ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის 17-19 ივლისს საქართველოში ორგანიზების თაობაზე, რომლის თავმჯდომარეობა ჩვენმა ქვეყანამ გასულ წელს საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა.
 
იუსტიციის მინისტრი გენერალურ დირექტორს ესაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განადგურების ფაქტების თაობაზე. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა „UNESCO“-ს მიერ ადგილზე არსებული მძიმე მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგის საჭიროებას პრობლემების აღწერისა და შემდგომი დაზიანებების პრევენციის მიზნით.
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა „UNESCO“-ს გენერალური დირექტორის ინიციატივას ქალაქ მოსულში ისლამური სახელმწიფოს მიერ დაზიანებული  კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის შესახებ და ხელნაწერთა აღდგენის პროცესში ეროვნული არქივის რესტავრატორთა ჩართულობას დაჰპირდა.
 
საუბარი, ასევე, შეეხო იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და სპორტის სამინისტროების მიმდინარე სხვადასხვა პროექტს „UNESCO“-ს ფარგლებში.

შეხვედრის დასასრულ, მინისტრმა ოდრე აზულე საქართველოში მოიწვია.
 

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 612