საქართველოს ეროვნული არქივი

home

სასწავლო კურსი ეროვნულ არქივში

18:10 | 27 ივნისი, 2017

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი მიმდინარეობს.

ტრენინგში მონაწილეებმა წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია. მათ საშუალება აქვთ გაეცნონ საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის ფუნქციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზას, შეიძინონ ამ სფეროს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სწავლება მოიცავს 10 აკადემიურ საათს. ეროვნული არქივის სპეციალისტები ტრენინგის მონაწილეებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია, მისი ამოცანები, ფუნქციები და მოვალეობები; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები; საქმეთა ნომენკლატურა და მისი სახეობები; დაწესებულებაში საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; დაწესებულების არქივში მისაღებ საქმეთა გაფორმება; მოთხოვნები არქივის სათავსების მიმართ და დოკუმენტების შენახვის რეჟიმები; დაწესებულების დოკუმენტური და საარქივო ფონდი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ ეროვნული არქივი პერიოდულად ატარებს სასწავლო კურსებს როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 659