საქართველოს ეროვნული არქივი

home

სასწავლო კურსი ეროვნულ არქივში

16:46 | 15 თებერვალი, 2019

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსის მონაწილეებს დღეს ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.

საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი მიმდინარე წლის 11-დან 15 თებერვლის ჩათვლით  მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის სამინისტროს, შპს „ენერგოტრანსის“, სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის“,  სსიპ  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, სს „ეროვნული საკრედიტო ბიუროს“, შპს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენის“, შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის  უნივერსიტეტის, სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის თანამშრომლებმა. იურიდიული პირების წარმომადგენელთა გარდა სასწავლო კურსი ოთხმა ფიზიკურმა პირმა გაიარა.

სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ მონაწილეებისთვის მოეწყო ექსკურსია, მათ დაათვალიერეს არქივები და საცავები, გაეცნენ ეროვნული არქივის საქმიანობის სპეციფიკას.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ ეროვნული არქივი პერიოდულად ატარებს სასწავლო კურსებს როგორც სახელმწიფო ორგანიზაციების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 595