საქართველოს ეროვნული არქივი

home

საქართველოს ეროვნულ არქივს შვედეთის დელეგაცია ესტუმრა

16:23 | 18 ოქტომბერი, 2018

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაცია ესტუმრა.

ცნობილი შვედი მწერალი და მთარგმნელი, ისტორიკოსი ბენგტ იანგფელდტი, ნობელის ოჯახის შთამომავალი, პროფესორი ტომას ტიდენი და სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის არქივისტი ვადიმ აზბელი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მიიღო.

შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრი, ნობელის ოჯახთან ერთად, ამჟამად მუშაობს პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მე-19 და მე-20 საუკუნეებში რუსეთის იმპერიაში და, მათ შორის, კავკასიაში ნობელების ოჯახის საქმიანობის შესახებ წიგნის გამოცემას. სხვა საარქივო მასალასთან ერთად, წიგნის ავტორებს სურთ გამოცემაში გამოაქვეყნონ საქართველოს ეროვნულ არქივში ამ თემაზე დაცული დოკუმენტები.

თეონა იაშვილმა სტუმრებს დაათვალიერებინა ნობელების მოღვაწეობის შესახებ ეროვნულ არქივში დაცული მასალა და გამოქვა მზადყოფნა, რომ დოკუმენტების ელექტრონული ასლები გადასცეს წიგნზე მომუშავე ჯგუფს.

სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრთან საქართველოს ეროვნული არქივი რამდენიმე წელია თანამშრომლობს.

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 612