საქართველოს ეროვნული არქივი

home

რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია ფრანკფურტში

11:49 | 11 ოქტომბერი, 2018

image

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანული კინოს მუზეუმში ქართული კინოს რეტროსპექტივა იმართება, სადაც 10 ოქტომბერს კოტე მიქაბერიძის ფილმის - „ჩემი ბებიას“ - ჩვენება და რეჟისორის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია მოეწყო, დღეს კი ნაჩვენები იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროგრამა.

მონოგრაფიული ნაშრომი რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ 2017 წელს საქართველოს ეროვნული არქივისა და გამომცემლობა „სა.გა.“-ს თანამშრომლობით დაიბეჭდა. 2018 წელს გამოიცა წიგნის ინგლისური ვერსიაც, რომელიც ავტორებმა -სოსო დუმბაძემ და ეროვნული არქივის წარმომადგენელმა, კინომცოდნე ნინო ძანძავამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 10 ოქტომბერს წარადგინეს.

ქართული ფილმების რეტროსპექტივის ფარგლებში 11 ოქტომბერს ეროვნული არქივი მაყურებელს წარუდგენს სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს: „დილის ათი წუთი“ (1931), „ხაბაზები“ (1970) და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985).

ქართული ფილმების რეტროსპექტივა გერმანიის კინოს მუზეუმში ნაწილია საგამომცემლო პროგრამისა „საქართველო - 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი“.

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 612