საქართველოს ეროვნული არქივი

home

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1887-1973) 

სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, საიდანაც 15 წლის ასაკში გარიცხეს, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლების გამო. 

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თსუ-ს დამფუძნებელი კომიტეტის წევრი. 

1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად, იყო ამავე პრეზიდიუმის მდივანი და სამი კომისიის წევრი. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით, მე-10 პედაგოგიური სასწავლებლის გაფიცვა მოაწყო, რისთვისაც დააპატიმრეს და რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს. 

1931 წელს თსუ-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი, ცნობილი მეცნიერი გახდა, ქართული ხელნაწერების უბადლო მცოდნე და სამხრეთ საქართველოსთან დაკავშირებული ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595