საქართველოს ეროვნული არქივი

home

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია ქუთაისის არქივში

16:46 | 5 სექტემბერი, 2017

image

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია ეროვნული არქივის  ქუთაისის ცენტრალურ არქივს ესტუმრა. 

სტუმრებმა არქივში დაცული პოლონეთთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტები და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის ამსახველი მასალები დაათვალიერეს. 

საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლებმა სტუმრებთან საქართველოსა და პოლონეთის მრავალწლიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს. 

საქართველოს ეროვნული არქივი  პოლონეთის საარქივო დაწესებულებებთან 2009 წლიდან აქტიურად თანამრომლობს. ამ პერიოდიდან დღემდე არაერთი გამოფენა და ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 659