საქართველოს ეროვნული არქივი

home

პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენა ოზურგეთის იუსტიციის სახლში

14:33 | 27 ივლისი, 2018

image

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე გამოფენა დღეს ოზურგეთის იუსტიციის სახლში გაიხსნა. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული ექსპოზიცია მოიცავს 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ წერილობით და ფოტომასალას.

არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტები საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა ორივე სქესის ამომრჩევლებმა მიიღეს და კანდიდატებად დარეგისტრიტებული 20-ზე მეტი ქალიდან დამფუძნებელ კრებაში ხუთმა ქალმა დაიკავა ადგილი; საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.

2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნული არქივი არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს.; მათ შორის არის გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. ოზურგეთის იუსტიციის სახლში გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აპრილი 595