საქართველოს ეროვნული არქივი

home

ნაწყვეტი საქართველოს სოციალისტური ორგანიზაციების 1921 წლის 22 თებერვლის მოწოდებიდან

"მოსკოვის საბჭოთა მთავრობამ დაარღვია ჩვენს მთავრობასთან 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი მშვიდობის ზავი და ომის გამოუცხადებლად, ფლიდურად გადმოლახა სოციალისტური საქართველოს საზღვრები კომუნიზმის დროშის ქვეშ. მოსკოვის მთავრობა ცარისტულ იმპერიალისტურ პოლიტიკას აგრძელებს და მიზნად ისახავს პატარა ერების დამონებას".

ნაწყვეტი მსოფლიო პროლეტარიატისადმი საქართველოს სოციალისტური ორგანიზაციების 1921 წლის 22 თებერვლის მოწოდებიდან, რომელიც თბილისიდან ჟენევაში მიიღო და ბერნში გააგზავნა ხარიტონ შავიშვილმა, საქართველოს წარმომადგენელმა ერთა ლიგაში.

დეპეშაში აღნიშნულია, რომ ქართველები წინ აღუდგებიან ამას და რომ მსოფლიო სოციალისტების მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ.

ფრანგულ ენაზე.

ჟენევა, 1921 წლის 22 თებერვალი

დოკუმენტის დედანი დაცულია ჟენევაში, გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკაში, ელექტრონული ასლი ინახება ეროვნულ არქივში, ხარიტონ შავიშვილის საარქივო ფონდში.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აპრილი 595