საქართველოს ეროვნული არქივი

home

მკვლევართა დარბაზი

image

მკვლევართა დარბაზების სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში ხუთი სამუშაო დღით - ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით,   09:30  საათიდან 17:00 საათამდე, გარდა დასვენების დღეებისა (შაბათი და კვირა) და კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.

მკვლევართა დარბაზები არ მუშაობს ყოველი წლის 1 აგვისტოდან  1 სექტემბრამდე.

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში  დოკუმენტის დედნით ან მისი ელექტრონული პირით მკვლევარს შეუძლია ისარგებლოს წერილობითი მომართვის საფუძველზე.

წერილობით  მომართვაში  მითითებული უნდა იყოს: მკვლევრის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამუშაო ან სასწავლო ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამუშაო თემა, ქრონოლოგიური ჩარჩოები, საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი. წერილობით მომართვას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

სამუშაო თემის შეცვლის შემთხვევაში, მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს ახალი წერილობითი მომართვა.

მკვლევართა დარბაზში  მკვლევრის დაშვება ხდება წერილობითი მომართვიდან  (მათ შორის ელ. ფოსტით -  info@archives.gov.ge) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

მკვლევართა დარბაზებში საარქივო მომსახურების ვადები და საფასური რეგულირდება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით.

მკლევართა დარბაზებში  დაშვება  და საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის წესი რეგულირდება ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ბრძანებით.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 659