საქართველოს ეროვნული არქივი

home

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967)

სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1901 წლიდან კი ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში სწავლის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტური წრეების მუშაობაში. 

დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის შემდეგ მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების საქმიანობაში. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის დროს, მუშაობდა წითელ ჯვარში, შემდეგ ორგანიზაციაში „არა“ („ამერიკული დახმარების ორგანიზაცია ‒ American Relief Administration), ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას და აქტიურ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას ეწეოდა. 

1924 წელს ერთი წლით მოსკოვში იძულებით გაასახლეს, 1936 წლიდან კი ყაზახეთში გადაასახლეს, თბილისში დაბრუნების უფლება მხოლოდ თოთხმეტი წლის შემდეგ მისცეს. გადასახლებაში ყოფნისას აქტიურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

1937-38 წლებში დახვრიტეს მისი მეუღლე და ორივე შვილი. გარდაიცვალა 1967 წელს.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595