საქართველოს ეროვნული არქივი

home

კულტურის სამინისტროს სისტემის არქივისტებისათვის სემინარი მიმდინარეობს

13:42 | 25 ნოემბერი, 2016

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების არქივების 70-ზე მეტი თანამშრომლისათვის იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სემინარი მიმდინარეობს. 

ღონისძიების მონაწილეები ეცნობიან არქივთა მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს,  რომელთა შორისაა: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და  მათი ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი.

 ხუთდღიანი სწავლების ბოლოს მონაწილეები დაათვალიერებენ ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას, დოკუმენტების საცავებს, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიას. დაგეგმილია კინოფოტოფონოდოკუმენტების  არქივში დაცული ფილმის ჩვენებაც.

სემინარის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 659