საქართველოს ეროვნული არქივი

home

იოსებ ჯუგაშვილის (სტალინის) დაბადების ჩანაწერი

გორის   ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერი, 1878 წელი.

ჩანაწერით ირკვევა, რომ სტალინი დაიბადა 6 (18 დეკემბერს) და მოინათლა 17 (29 დეკემბერს). ოფიციალურად მის დაბადების დღედ ცნობილია 21 დეკემბერი.

სტალინის მიერ დაბადების თარიღად 21 დეკემბრის არჩევის მოტივად ზოგიერთი მკვლევარი ასახელებს იმ ფაქტს, რომ 21 დეკემბრიდან დღე ზრდას იწყებს, ღამე კი იკლებს (ზამთრის მზებუდობა).

ჩანაწერში მოცემულია ინფორმაცია: იოსების მშობლები: გორში მცხოვრები გლეხი ბესარიონ ივანეს ძე ჯუგაშვილი და ეკატერინე გაბრიელის ასული. იოსები მოუნათლავს მიხეილ შიოს ძე ციხითათრიშვილს.

ნათლობის საიდუმლო შეუსრულებია დეკანოზ სოლომონ ხახანაშვილს. 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 595