საქართველოს ეროვნული არქივი

home

ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

13:41 | 22 სექტემბერი, 2018

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მესამე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ დღეს დასრულდა. 

სამდღიანი ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

კონფერენციის 120-მდე ქართველ და უცხოელ მონაწილეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა სერტიფიკატები გადასცა.  

ქართველ მკვლევარებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფინელი, ლიეტუველი, იტალიელი, პოლონელი, უკრაინელი, ყაზახი და იაპონელი მეცნიერები.

ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე  ცალკე მიმართულებად იყო წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები. ამასთან, ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; ციფრული არქივები;  რესტავრაცია-კონსერვაცია; საბუნებისმეტყველო კვლევები და სხვა.

ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2016 წლიდან ტარდება და მისი მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს მიგნებათა  გაზიარება.

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 612