საქართველოს ეროვნული არქივი

home

ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

12:17 | 20 სექტემბერი, 2018

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 20 სექტემბერს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამდღიანი ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ლიეტუვას მთავარმა არქივისტმა რამოიუს კრაუელისმა გახსნეს.

კონფერენცია სამი სექციისგან შედგება. მასში 120-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე  ცალკე მიმართულებად არის წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები. ამასთან, კონფერენცია მოიცავს რამდენიმე სამეცნიერო მიმართულებას: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; რესტავრაცია-კონსერვაცია; საბუნებისმეტყველო კვლევები და სხვა.

კონფერენციის მიზანია: სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს მიგნებათა  გაზიარება.

კონფერენციის პლენარული სესიების  ფარგლებში  ჩატარდება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც.

ეროვნული არქივის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.

 

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 612