საქართველოს ეროვნული არქივი

home

„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ ეროვნული არქივის კინოთეატრში

21:54 | 30 იანვარი, 2019

image

ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ დღეს მაყურებელმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში იხილა.

35 წლის წინათ ეკრანებზე გამოსული ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება კინორეჟისორის იუბილეს მიეძღვნა. 26 იანვარს ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 86 წელი შესრულდა. ჩვენებას თავად რეჟისორიც ესწრებოდა.

ფილმი 2014 წელს კანის ფესტივალზე სექცია „Cannes Classics“-ში აჩვენეს. ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმი მაღალი ხარისხით - 2K DCP-ში - იყო წარმოდგენილი ინგლისური სუბტიტრებით.

სპეციალურად ჩვენებისთვის კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იყო ფილმის გადასაღები მოედნის ფოტოები.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივნისი 595