საქართველოს ეროვნული არქივი

home

ანონსი

17:01 | 28 ივნისი, 2018

image

28 ივნისს, 18:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „ბერტა ფონ ზუტნერი - ავსტიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში - ცხოვრება საქართველოში“. ღონისძიება  საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულია.

ცნობილი ავტრიელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

ავსტრიელი მწერალი ქალი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ახლო მეგობარი იყო. იგი საქართველოს 1876 წელს არტურ ფონ ზუტნერთან საიდუმლო ქორწინების შემდეგ მეუღლესთან ერთად ესტუმრა. წყვილი საქართველოში - ზუგდიდში, ქუთაისს და თბილისში  - 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ისინი წერდნენ წიგნებს, ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობას - ასწავლიდნენ უცხო ენებსა და მუსიკას.

ბერტა ფონ ზუტნერს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა „ძირს იარაღი“, რომელიც 1889 წელს გამოიცა.

გამოფენა მიზანია მშვიდობის დარგში მწერალი ქალის მოღვაწეობისა და საქართველოში მისი ცხოვრების პერიოდის გახსენება და ქართულ-ავსტრიული მეგობრული ურთიერთობების ხაზგასმა.

მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ#1/პეკინის #40 (შესასვლელი პეკინის მხრიდან) 

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 612