საქართველოს ეროვნული არქივი

home

ანა (ოლა) სოლოღაშვილი

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937) 

21 წლის ასაკიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, არაერთხელ დაუპატიმრებიათ მეფის რუსეთის დროს.

1919-21 წლებში დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიებში მოღვაწეობდა. 1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 
1937 წელს დააკავეს და შინსახკომის „ტროიკის“ გადაწყვეტილებით,ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, აგრეთვე „შოვინისტური განწყობების“ ბრალდებით დახვრიტეს.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 595