საქართველოს ეროვნული არქივი

home

ცნობა რაიონის, ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

რა ტიპის ინფორმაციაა დაცული საქართველოს ეროვნულ არქივში რაიონის, ქუჩის სახელწოდების შეცვლის საკითხზე?

პასუხი პასუხი

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

1921 - 2008 წწ. სახელისუფლო ორგანოების გადაწყვეტილებები რაიონების, ქუჩების სახელის მინიჭებისა და შეცვლის შესახებ.

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს არქივში დაცული დოკუმენტებიდან რაიონის, ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ ცნობების გამოთხოვა?

პასუხი პასუხი

ცნობა დაგეხმარებათ დაადგინოთ რაიონების, ქუჩების ძველი დასახელებები.

ვის მივმართო არქივში დაცული დოკუმენტებიდან რაიონის, ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ ცნობის მისაღებად?

პასუხი პასუხი

არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა;
  • იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევში);
  • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობები (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
  • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

რაიონის, ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ ცნობის ვადა და საფასური

პასუხი პასუხი

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 26 ლარი.

(მომზადების დრო დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის სირთულეზე).

მაჩვენე ყველა
დახურე ყველა

დასვით კითხვა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აპრილი 595