საქართველოს ეროვნული არქივი

home

მკვლევართა დარბაზი

მკვლევართა დარბაზების სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში ხუთი სამუშაო დღით - ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით,  09:30  საათიდან 17:00 საათამდე, გარდა დასვენების დღეებისა (შაბათი და კვირა) და კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.

მკვლევართა დარბაზები არ მუშაობს ყოველი წლის 1 აგვისტოდან  1 სექტემბრამდე.

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში დოკუმენტის დედნით ან მისი ელექტრონული პირით მკვლევარს შეუძლია ისარგებლოს წერილობითი მომართვის საფუძველზე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ნებართვით, ხოლო ქუთაისის ცენტრალურ არქივსა და ტერიტორიულ ორგანოებში - შესაბამისი არქივის დირექტორის ნებართვით, რომელიც მოქმედებს სამი თვის ვადით. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ნებართვა გაიცემა მკვლევარის ახალი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

წერილობით მომართვაში მითითებული უნდა იყოს:

სამუშაო თემის შეცვლის შემთხვევაში, მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს ახალი წერილობითი მომართვა.

მკვლევართა დარბაზში  მკვლევრის დაშვება ხდება წერილობითი მომართვიდან  (მათ შორის ელ. ფოსტით -  info@archives.gov.ge) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

მკვლევართა დარბაზებში საარქივო მომსახურების ვადები და საფასური რეგულირდება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით.

მკლევართა დარბაზებში  დაშვება  და საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის წესი რეგულირდება ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ბრძანებით.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ნოემბერი 659