საქართველოს ეროვნული არქივი

home

ქართული ანბანის სამი სახეობა

ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ დედაენის დღეს, 2014 წლის 14 აპრილს გაიხსნა და 8 მაისამდე გაგრძელდა. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშები - ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები, რაც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.

„დედაენის დღეს გახსნილი ეს ღონისძიება ასევე ეძღვნება „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისათვის“ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭებას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები, რომელთა ნაწილი პირველად წარედგინა ფართო საზოგადოებას “, - აღნიშნა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გამოფენის გახსნისას.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ეხილა როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურილი სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე) მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის   სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათოლიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივნისი 595