საქართველოს ეროვნული არქივი

home

საერთაშორისო ურთიერთობები

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული ძეგლებისა თუ უნიკალური დოკუმენტაციის პოპულარიზაციის, ასევე მუშაობის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურების გამოცდილების გაზიარება.

ამ მიზნით ეროვნულმა არქივმა უკვე გააფორმა საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმები იტალიის, ლიტვის, პოლონეთის, შვეიცარიის, აზერბაიჯანის, ფინეთის, სომხეთის, ეგვიპტის, უკრაინის, უნგრეთის, ირანის, ჩეხეთის, სლოვაკეთის ეროვნულ არქივებთან. ხელმოწერილი დოკუმენტები ითვალისწინებს საერთაშორისო პროექტებში ქართველ სპეციალისტთა მონაწილეობას, მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლას, უცხო ქვეყნების საარქივო დაწესებულებების დელეგაციების ეროვნულ არქივში ვიზიტებს, უცხოელ მკვლევართა მუშაობის უზრუნველყოფას, ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ეროვნული არქივი პერიოდულად მასპინძლობს საზღვარგარეთის ქვეყნების საარქივო დაწესებულებების დელეგაციებს. ტარდება ერთობლივი გამოფენები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ეროვნული არქივი მუდმივად მუშაობს საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ დაწესებულებებთან, თანამშრომლობის დამყარებისა და გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს ეროვნული არქივი 1996 წლიდან გაერთიანდა „არქივების საერთაშორისო საბჭოში“ (ICA), მოგვიანებით კი  ICA-ის ევროპული წარმომადგენლობისა (EURBICA) და საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის წევრი (ICARUS) გახდა.

საქართველოს ეროვნული არქივი, ასევე, გაწევრიანებულია საერთაშორისო ორგანიზაცია "Blue Shield"-ის საქართველოს ეროვნულ კომიტეტში, ორგანიზაციაში „მსოფლიო და ევროპული ელექტრონული ბიბლიოთეკები“, „კინოარქივების საერთაშორისო ფედერაციასა“ (FIAF) და ფოტოგრაფიის ფრანგულ საზოგადოებაში (Société française de photographie). ეროვნული არქივი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებში, კონგრესებში, მრგვალ მაგიდებში.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ნოემბერი 659