საქართველოს ეროვნული არქივი

home

გამოფენა სამების ტაძარში

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მართლმადიდებლობის დღესასწაულსა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიის დღესთან დაკავშირებით 2013 წლის 23 მარტს  ეროვნული არქივში დაცული დოკუმენტები გამოიფინა.

ექსპოზიცია დაათვალიერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და სხვა სასულიერო პირებმა, რომელთაც გამოფენის შინაარსი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გააცნო.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: სახარება, „ანბანდიდად“ წოდებული (IX საუკუნე);  საგალობლები ძველი სანოტო ნიშნებით (IX-X საუკუნეების); „ანჩის სახარება“ (XII საუკუნე) „დავითნი“ (XII საუკუნე);   „შეწირულების  დაწერილი მელქისედეკ კათალიკოსისა  მცხეთის საყდრისადმი“ (1031-1033 წლები); „ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი“ (1123 წელი); „ბრძანება ლაშა გიორგისა შიო მღვიმის მონასტრისადმი“ (1222 წელი); „სოფლების შეწირულების სიგელი დოროთეოს კათალიკოსისა ნიტრიის ღმრთისმშობლის მონასტრისადმი“ (1589-1595 წლები) და სხვ.
 
წერილობით დოკუმენტებთან ერთად, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საეკლესიო მოხატული ხელნაწერებისა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებულ ფოტოებს.
 
გამოფენა 25 მარტამდე გაგრძელდა. 

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 595