საქართველოს ეროვნული არქივი

home

ეროვნული არქივის ფოტოსამყარო

საქართველოს ეროვნული არქივი და შპს „ფოტოსამყარო“ ერთობლივ პროექტს „ეროვნული არქივის ფოტოსამყარო“ ახორციელებენ, რომლის ფარგლებში ფოტომოყვარულებს საშუალება აქვთ ახალი მომსახურებით ისარგებლონ.

ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული უნიკალური ფოტოების დაბეჭდვის მსურველებს შეუძლიათ ფოტოები ეროვნული არქივისა და „ფოტოსამყაროს“ ვებგვერდებზე  მოიძიონ და ბეჭდვა პირდაპირ „ფოტოსამყაროში“ შეუკვეთონ.

პროექტი 2012 წლის მარტში დაიწყო და ასეულობით მოქალაქემ უკვე ისარგებლა ამ მომსახურებით.

ეროვნული არქივის ფოტოსაცავში 500 000-მდე ფოტოდოკუმენტია, რომელიც მე-19-საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ფოტოები შინაარსობრივად მრავალფეროვანი და უნიკალურია. მათ შორის არის ქალაქის ხედები, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის ამსახველი კადრები, ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები, ცნობილი ადამიანები და სხვ.

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 659