საქართველოს ეროვნული არქივი

home

ძმები ნობელების ისტორიის შესწავლის პროექტი

საქართველოს ეროვნული არქივი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საარქივო სამმართველოსა და ბათუმის ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმთან ერთად, მონაწილეობს სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის „ძმები ნობელების ისტორიის შესწავლის პროექტში“. 

პროექტის მიზანია XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში ძმები ნობელებისა და შვედური კომპანიების მოღვაწეობის ისტორიის შესწავლა, შესაბამისად, საქართველოში არსებული საარქივო დოკუმენტებისა და ცნობების მოძიება და განთავსება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

პროექტის ფარგლებში, 2011 წელს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა შვედეთის სამეფოს დელეგაცია. მათ შორის: ნობელის საზოგადოების ხელმძღვანელი თომას ტიდენი, ბიზნესის ისტორიის ცენტრის კვლევის ჯგუფის უფროსი პერ დალი, პროგრამის მენეჯერი ჰანს გუსტაფსონი და ბიზნესის ისტორიის ცენტრის არქივისტი ვადიმ აზბელი. სტუმრები გაეცნენ საქართველოში დაცულ დოკუმენტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შვედი ბიზნესმენების მოღვაწეობას შეეხებოდა. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო ეროვნული არქივი აღნიშნულ პროექტში.

ამ ეტაპზე ეროვნული არქივის მხრიდან შექმნილია შვედური მხარისათვის საინტერესო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები და გადაცემულია პროექტისათვის, შვედეთის ბიზნესის ისტორიის ინსტიტუტის სპეციალურ საიტზე - www.cfnonline.se - დასადებად.

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 659