საქართველოს ეროვნული არქივი

home

საერთაშორისო კონფერენცია

არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები

 

2018 წლის 20-22 სექტემბერი

 

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს თეზისების მიღებას მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“.

კონფერენცია ეძღვნება  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს და, ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე  ცალკე მიმართულებად წარდგება 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდთან და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები.

კონფერენციის მიზანი: სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:

კონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამები (ინფორმაციული ლექციები, ელექტრონული არქივები და სხვა), რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრებსა და დოქტორანტებს.

საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე კონფერენციაზე.

გთხოვთ შეავსოთ   სარეგისტრაციო ფორმა  და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  

kasatiani@archives.gov.ge;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ.: +995 322 372803

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელვერსია განთავსდება ეროვნული არქივის საიტზე.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 612