საქართველოს ეროვნული არქივი

home

ჩვენი არქივი − ჩვენი საუნჯე

ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა 2016 წლის 21 ივნისს   გაიხსნა გამოფენით − „ჩვენი არქივი − ჩვენი საუნჯე“.

გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე მრავალფეროვანი ექსპონატები: IX-XIX საუკუნეების ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი მასალა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფოტო - თუ წერილობითი საბუთები, XX საუკუნის 90-იანი წლების დოკუმენტური ქრონიკა.

ეროვნული არქივი საქართველოს დოკუმენტური მეხსიერების ყველაზე დიდი საცავია. აქ 5 მილიონამდე საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი ინახება, მათ შორის: 439 063 ფოტო, 19 063 ფონო და 34 904 კინოდოკუმენტი; ასევე 80 000-მდე წიგნი და 50 000-მდე პერიოდული გამოცემაა დაცული.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 595