საქართველოს ეროვნული არქივი

home

კალენდარი

20.09.2018 ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 20 სექტემბერს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ გაიხსნა. 

19.09.2018 20 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 20 სექტემბერს, 10:00 საათზე გაიხსნება ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“.

29.06.2018 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ეროვნული არქივის კინოდარბაზში

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?" – („Remembering the Georgian Democratic Republic 100 Years On: A Model for Europe?“) - 29 ივნისის სესია საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მიმდინარეობს.

28.06.2018 ანონსი

28 ივნისს, 18:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიხსნება გამოფენა „ბერტა ფონ ზუტნერი - ავსტიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში - ცხოვრება საქართველოში“. ღონისძიება  საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულია.

13.06.2018 სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა განახლდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციისა და გაფართოების პროექტზე მუშაობა განახლდა. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები (დასუფთავება და მიწის სამუშაოები), მშენებლობა  დაიწყება მას შემდეგ, რაც შენობის არქიტექტურული პროექტის კორექტრებული ვერსია იქნება მზად.

04.06.2018 საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული ხობის #2 საჯარო სკოლა გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - გამარჯვებული ხობის #2 საჯარო სკოლა გახდა.

ფინალურ ტურში მეორე ადგილზე ქარელის #2 საჯარო სკოლა, მესამეზე კი - თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა გავიდა.  

პრიზიორები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებმა - მიშელ რამიშვილმა  და ტიერი ბერიშვილმა დაასაჩუქრეს.

31.05.2018 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების წარდგენა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.   საიუბილეო მარკის შექმნის იდეა  საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს ფოსტას ეკუთვნის. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს ფოსტის დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და მოწვეული სტუმრები.

30.05.2018 ნოე რამიშვილის ალბომი და ლევილის მამულის უკანასკნელი არქივი

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შესახებ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც იუსტიციის მინისტრმა გახსნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წევრები ესწრებოდნენ.

29.05.2018 თეა წულუკიანი „UNESCO“-ს გენერალურ დირექტორ ოდრე აზულეს შეხვდა

28 მაისს პარიზში საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და „UNESCO“-ს გენერალური დირექტორის ოდრე აზულეს შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს „UNESCO“-თან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტები. ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დაინტერესდა საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის მიმართულებებით. იუსტიციის მინისტრმა გენერალურ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის 17-19 ივლისს საქართველოში ორგანიზების თაობაზე, რომლის თავმჯდომარეობა ჩვენმა ქვეყანამ გასულ წელს საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 595