კალენდარი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე რეგიონებში გამოფენებს აგრძელებს. დღეს 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ექსპოზიცია გურჯაანის იუსტიციის სახლში გაიხსნა.
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით შეიქმნა, საზოგადოებას დედაენის დღეს პროექტის ავტორმა, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა წარუდგინა.

14 აპრილს, 13:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებლის პრეზენტაცია. პროექტი საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით განხორციელდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ კინოდარბაზს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული არქივის კინოდარბაზი 10 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება, დღეს კი, კინოდარბაზის პრეზენტაცია ექსკლუზიურად მოეწყო კინოს სფეროს სხვადასხვა თაობის მოღვაწეებისათვის, ასევე, იმ რეჟისორებისა და რეჟისორთა შთამომავალთათვის, რომელთა ნამუშევრებსაც ეროვნული არქივი ინახავს. სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა.

ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის გვერდით, მისი გაფართოების მიზნით დაწყებული მიწის სამუშაობისას, მე-18-მე-19 საუკუნეების შენობის არქეოლოგიური ნაშთები აღმოჩნდა.



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კვლევითი პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ - დაიწყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2017 წლის განმავლობაში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 22 126 ქაღალდისა და 48 ეტრატის ფურცელს, 1196 ფოტოპოზიტივს, 16 რუკას, 86 ტექნიკურ ნახაზს, 5 აფიშას, 136 გაზეთს, 1 წიგნსა და სხვა საარქივო მასალას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებულ სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტში მონაწილეობისათვის სამი სტუდენტი შეირჩა: თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი კონსტანტინე გოგიბერიძე და თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი ნიკოლოზ სეფიაშვილი.

„ჩვენ წელს შევძელით და UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შევიტანეთ ქართული სახარება-პალიმფსესტი, რომლის პირველი შრე მე-9 საუკუნისაა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული არქივის საქმიანობის შეჯამებისას.

მეცნიერების საერთაშორისო დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი კიდევ ერთი სამეცნიერო პროექტით აღნიშნავს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ეროვნული არქივი იწყებს სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევით პროექტს საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე.
საერთაშორისო კონფერენცია - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ზაზა აბაშიძემ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა მარიკა დიდებულიძემ გახსნეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი ეწვია.

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დღეიდან ორი კვირის განმავლობაში გამოფენას - „კოტე მიქაბერიძე“ - მასპინძლობს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს შექმნის.
პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაცია ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივს ესტუმრა.
სტუმრებმა არქივში დაცული პოლონეთთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტები და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის ამსახველი მასალები დაათვალიერეს.