საქართველოს ეროვნული არქივი

home

არქივების საერთაშორისო დღე - 2014

არქივების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის შენობის წინ 2014 წლის 9 ივნისს გაიხსნა ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოსა და საზღვარგარეთის არქივებში დაცული მასალები.

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი ვენაში 2004 წელს გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას. ეროვნული არქივი მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც არქივების საერთაშორისო საბჭოსთან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების არქივებთან. თანამშრომლობის შედეგად საარქივო უწყებებს შორის დოკუმენტების ასლების გაცვლა მიმდინარეობს, რითაც, ერთი მხრივ, მდიდრდება საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდი და, მეორე მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ხდება ეროვნულ არქივში დაცული მასალები. 

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივნისი 595