საქართველოს ეროვნული არქივი

home

სოფიკო ჭიაურელი - 75

ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა ეროვნული არქივში 2012 წლის მაისში გაიმართა. ექსპოზიცია მსახიობის დაბადებიდან 75 წელს მიეძღვნა. 

სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული ჰქონდა არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო. 

სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 

ეროვნულ არქივში დაცულია ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. მათ შორის არის კინოსურათები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. არქივი ინახავს, ასევე, მსახიობის პორტრეტებს, თეატრალურ როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტოები შემდეგი ფილმებიდან: "ჩვენი ეზო", "ვერის უბნის მელოდიები", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "ამბავი ერთი ქალიშვილისა", "ხევსურული ბალადა", "ფერისცვალება", "წუთისოფელი", "დათა თუთაშხია", "აურზაური სალხინეთში", "ენგურის ნაპირებზე", "ნატვრის ხე", "ვიღაცას ავტობუსზე აგვინდება", "გენერალი და ზიზილები" და სხვ. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან: "ბერიკონი" "ტალანტები და თაყვანისმცემლები", "მილიარდელის ვიზიტი", "ეზოში ავი ძაღლია", "ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი" და სხვ. 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 595