საქართველოს ეროვნული არქივი

home

9 ივნისი - არქივების საერთაშორისო დღე

არქივების საერთაშორისო დღეს - 9 ივნისს გამოფენა მიეძღვნა. 

დამთვალიერებლისთვის გამოიფინა ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებთან დაკავშირებულ სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ მოვლენებს ასახავს.

ამ ქვეყნებს შორისაა: იტალია, პოლონეთი, თურქეთი, შვედეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, გერმანია, ირანი, ბელგია და სხვ; ასევე, საქართველოს შესახებ საზღვარგარეთის არქივებში დაცული მასალის ასლები, რომლებიც უცხოელმა კოლეგებმა არქივს გადმოსცეს. 


გამოფენის მიზანი იყო, წარმოეჩინა ეროვნულ არქივში დაცული მასალების სიმდიდრე და მრავალფეროვნება. 


არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი ვენაში 2004 წელს გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას.

გამოფენა 2015 წლის 19 ივნისამდე გაგრძელდა.

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მარტი 595