საქართველოს ეროვნული არქივი

home

სტუდენტური სამეცნიერო პროექტი 2018-2019 წწ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა

პროექტის მნიშვნელობა: 2018 წელს ერთი საუკუნე შესრულდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან. ამ კონკრეტულ საიუბილეო თარიღს არა აქვს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია და ის კულტურულ-პოლიტიკური  მემკვიდრეობა, რაც ჩვენ ამ პერიოდიდან შემოგვრჩა, მხოლოდ ნაწილობრივა არის შესწავლილი.

საიუბილეო წელსა და გაზრდილ ინტერესთან ერთად, აუცილებელია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის ბევრი უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხის კვლევა, დასკვნების გამოტანა და გააზრება.

აღნიშნული პერიოდის კვლევის პროცესში მნიშვნელოვანია იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში კვლევის სფეროდ გაიხადონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. აუცილებელი ამ ახალგაზრდებმა, თავიდანვე სწორად დაიწყონ მუშაობა და საკუთარი ნაშრომები შექმნან საარქივო პირველწყაროებზე დაყრდნობით, რაც ზოგადად კვლევისას ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალას წარმოადგენს.

ეროვნული არქივისათვის პრიორიტეტულია ახალგაზრდა მკვლევართა ხელის შეწყობა და მათთვის პირველწყაროების ძებნისა და კვლევისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავება, ძიებისას სწორი მიმართულების მითითება, ამიტომ უკვე აღნიშნული პროექტი მეორე წელია ხორციელდება. პირველ წელს კონკურსის შედეგად შერჩეული სამი სტუდენტი ორი თვის განმავლობაში - 2018 წლის იანვრიდან მარტამდე საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საკუთარი კვლევის მიმართულებით საარქივო მასალის ელექტრონულ ასლებსა და ორიგინალებზე მუშაობდნენ.  

 

კონკურსის მიზანია სტუდენტებმა ისწავლონ:

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

შენიშვნები:

                  გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალური ჟიური

                  ჟიური დაკომპლექტდება არქივის თანამშრომლებისა და პირველი რესპუბლიკის ისტორიის მკვლევართაგან.

                  შერჩეული სტუდენტების რაოდენობა - 3

                  წამახალისებელი ჯილდო 

 

მონაწილეობის პირობები:

შენიშვნები:

 არ არის აუცილებელი ეს სტატია იყოს გამოქვეყნებული ან სადმე წარსადგენად შექმნილი, მთავარია ჰქონდეს აკადემიურად აწყობილი ნაშრომის სახე.

 ეს შეიძლება იყოს სტატია, რომელზე მუშაობის გაგრძელებასაც ფიქრობს აპლიკანტი პროექტის განმავლობაში.

პროექტის ვადები:

კონკურსის გამოცხადება -12 ნოემბერი

აპლიკაციების მიღების დასასრული - 12 დეკემბერი

გამარჯვებულების გამოვლენა - 20  დეკემბერი

კვლევის ვადები - 15 იანვარი  - 15 მარტი 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

პროექტის კოორდინატორი დიმიტრი სილაქაძე

ელ. ფოსტა: dsilakadze@archives.gov.ge

მობ.: 598 509745

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ნოემბერი 612