იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.
თამარ მეფის (1184-1213) ხსენების დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი წმინდა მეფესთან დაკავშირებული, საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის.
საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცულია თამარ მეფის დროინდელი სამი დოკუმენტი: ხელნაწერი წიგნი - ანჩის სახარება და ორი სიგელი გაცემული თამარის მიერ.
ერთ-ერთი სიგელი დღემდე მოღწეულია კალკაზე გადაღებული დედნის პალეოგრაფიული პირის სახით, თამარ მეფისა და დავით სოსლანის ხელრთვებით, რომლის ეტრატის მულიაჟის დამზადება ახლა დასრულდა.
პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით დღეს „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ საზეიმო მიღებაზე პოლონეთის ელჩმა საქართველოში ურშულა დოროშევსკამ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის მიერ მინიჭებული საპატიო ორდენი გადასცა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გაენათელი მიტროპოლიტის, წმინდანად შერაცხული ექვთიმე (ეფვთიმე) შერვაშიძის (1747-1821) ხსენების დღეს იმ დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის, რომელიც მღვდელმოწამის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხება და ეროვნულ საარქივო ფონდშია დაცული.
ექვთიმე შერვაშიძე, ქუთაისელი მიტროპოლიტი დოსითეოს წერეთელი, იმერეთის მეფის სოლომონ მეორის ასული დარეჯანი და დიდგვაროვნები 1819-20 წლების იმერეთის აჯანყებისას რუსმა მოხელეებმა სახელმწიფოს მტერ „ბუნტოვშიკებად“ შერაცხეს და მათ დასაპატიმრებლად რუსეთიდან მოხმობილი შეიარაღებული რაზმები გამოიყენეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში სრულდება ძველ საბუთთა განყოფილების სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი საბუთის რესტავრაცია.
ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების კოლექცია 1237 დოკუმენტისგან შედგება, რომლებიც XVI-XIX საუკუნეებს მოიცავს. მათ შორის არის შაჰის ფირმანებს (ბრძანებებს), ოქმები, ნასყიდობის წიგნები, წერილები, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილები, არზები შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის თანამშრომლებმა სოფელ დიდ ლილოში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქცია გამართეს.
აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი, ასევე, ამ უწყებების თანამშრომლები.
ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრის, დიმიტრი ყიფიანის ხსენების დღეს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი მის შესახებ დაცული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის.
დიმიტრი ყიფიანი 1814 წელს დაიბადა. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864-მდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1864-1870 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 წლებში ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო. 1876-1879 წლებში იყო თბილისის ქალაქის თავი.
პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ გადაღებიდან 100 წელი გავიდა. 1912 წლის ზაფხულში მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა.
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ფილმთან ერთად, ინახავს ვასილ ამაშუკელის მოგონებებს „აკაკის მოგზაურობის“ გადაღების პროცესზე. ეროვნულ საარქივო ფონდშია, ასევე ფოტოები, რომელიც ამ მოგზაურობის დროს ფოტოგრაფს გადაუღია და ფილმი ვასილ ამაშუკელზე, სადაც ის სტუდენტებთან შეხვედრისას ფილმის გადაღების დეტალებს იხსენებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის რესტავრატორები მაია ბარათაშვილი და ვერა ქიქოძე დღეს რესტავრატორთა საერთაშორისო კონფერენციის დასკვნით სესიაზე მოხსნებით წარსდგნენ.
მოხსენებების თემა იყო: „პერგამენტის წინასარესტავრაციო კვლევა და აღდგენა“ და „ლუქისა და ცვილის ბეჭდების რესტავრაცია“. კონფერენციის მონაწილეებს ეროვნული არქივის თანამშრომლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ლაბორატორიაში ამ საკითხებზე არსებულ მდიდარ გამოცდილებაზე და სიახლეებზე რესტავრაციის სფეროში.
გაზეთ „ივერიას“ პირველი ნომრის გამოცემიდან 135 წლის იუბილეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გაზეთის უძველესი ნომრებისა და გამოცემასთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტების მიმოხილვას უძღვნის.
გაზეთი „ივერია“ ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა იყო, რომელიც გამოდიოდა თბილისში 1877 წლიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან კი ისევ გაზეთად, უკვე ყოველდღიურად.